ცნობის ფურცელი!

ცნობის ფურცელი!

ცხელი ამბების დასტა!

რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

ბრიტანელი ანთროპოლოგი მერლინ სთრათერნი თავის წიგნში „ბუნების შემდგომ: ნათესაობა მე-20 საუკუნის მიწურულის ინგლისში" საინტერესო შედარებას გვთავაზობს ინგლისელებისა და ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლების მიმართებებს შორის, კერძოდ, პიროვნების ცნების, მისი თავისთავადობისა და სიკვდილის შესახებ.ინგლისელ საზოგადოებაში ეს უკანასკნელი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა არსებობა შეწყვიტა - ის ცნობიერად ახლობლების მეხსიერებაშია. მაშინაც კი, თუ მის შესახებ მოგონებები და ცნობები გაფერმკრთალდება, გენეალოგიურ ხეზე აღნიშვნაც საკმარისი იქნება დასაშვებად, რომ არსებობდა გამორჩეული მახასიათებლების მქონე პიროვნება. ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლები კი ადამიანის გარდაცვალებას განსხვავებულად აღიქვამენ: მერლინ სთრათერნი მოიხმობს უამრავ ეთნოგრაფიულ კვლევასა და ცნობას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განიწმინდოს ტრობრიანელი გარდაცვლილ ადამიანთან საზოგადოებრივი ურთიერთობისგან - რიტუალებია საჭირო, რომელთა ზედმიწევნით შესრულებაც არსებული კავშირის ცვლილების საწინდარია. უფრო ზუსტად, ტრობრიანელთათვის პირი საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობით განისაზღვრება, სიკვდილის შემდეგ კი ის და მისი დანიშნულება გადაისინჯება, სხვა ადამიანით ნაცვლდება, რის გამოც მასთან ბმა წყდება და ივიწყებენ. ინგლისელთა შემთხვევაში კი ცნობიერში ადამიანის მდგომარეობა იცვლება, თუმცა ის მახსოვრობაში, როგორც პიროვნება, ახლობელი, აგრძელებს არსებობას.

რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

რწმენა, გათავისუფლებული სარწმუნოებრივი სისტემებისგან და წარმოდგენილი თავისი წმინდა ფორმით, დიდწილად განსაზღვრავს ადამიანური არსებობის გააზრების მნიშვნელობას. მაგრამ რწმენა ,,რელიგიური გამოცდილების“ გარეშე სრულყოფილად არ და ვერ მოგვეცემა - რელიგიური გამოცდილება განაპირობებს არა მხოლოდ რელიგიების არსებობას, არამედ, რაც მთავარია, წმინდა, მარტივი და თვისებრივი რწმენის განცდის შესაძლებლობასაც. სწორედ ამ გამოცდილების შესწავლას ემსახურება ქვემოთ მოცემული ტექსტი.